,,მე მზად ვარ თითოეულ ჩვენს გადაწყვეტილებას გადახედოთ და ყველა გადაწყვეტილებაზე გავცე პასუხი“ - ნინო ქადაგიძე

04 ნოემბერი 2019, 12:23 1332 ნახვა

,, მე მზად ვარ თითოეულ ჩვენს გადაწყვეტილებას გადახედოთ  და ყველა გადაწყვეტილებაზე გავცე პასუხი“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ,   კითხვის საპასუხოდ, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით  მის მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.  ნინო ქადაგიძეს   უზენაესი სასამართლოს უვადო  მოსამართლეობა უნდა და მას დღეს პარლამენტში უსმენენ.

კითხვები ტრადიციულად კანდიდატის სამოსამართლეო საქმიანობას და გახმაურებულს საქმეებს ეხება. მანინო ქადაგიძეს აქვს მიღებული გადაწყვეტილება  იუსტიციის სამინისტროს მიერ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერების გაუქმების კანონიერების შესახებ. ქადაგიძე ერთ-ერთია  იმ ათკაციან სადავო სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს თავდაპირველად წარუდგინა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი