წყალტუბო - ბიძინა ივანიშვილის პროექტის ნაწილი

03 ნოემბერი 2019, 20:47 2120 ნახვა

აბასთუმნის შემდეგ, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესის ქვეშ წყალტუბო მოექცა. ივანიშვილის   სახელით გავრცელებული წერილის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერი წყალტუბოში არსებულ 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15  - 20 ათასი ადამიანი დასაქმდება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია პრივატიზაციის რა ფორმით გეგმავს ივანიშვილი როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას, ისე კერძო მესაკუთრეებისგან სანატორიუმების გამოსყიდვას.

  მოლოდინები წყალტუბოში განსხვავებულია, ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე ესაუბრა ადამიანებს, ვისაც უშუალოდ შეეხება ივანიშვილის გეგმა, მისი განხორციელების შემთხვევაში.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში