რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის დინამოს ოფიციალურ ფბ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც ბათუმის "დინამოს" მფლობელის, არჩილ ბერიძის სახელით ორსიტყვიანი განცხადება დაიწერა.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს” - არჩილ ბერიძე - დინამო ბათუმის მფლობელი.
ბათუმის "დინამომ" დღეს საჩხერის "ჩიხურასთან" დამარცხდა, არდანიშნული პენალტი და გულშემატკივრების პრეტენზიები მსაჯებთან, სავარაუდოდ ეს გახდა კლუბის ხელმძღვანელის პროტესტის საბაბი, თუმცა კომენტარზე ის კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ განმარტებებს ხვალ გააკეთებს.