#გაფრთხილება! სანაპირო კურორტებზე ღამის საათებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ძლიერი ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მაღალმთიანეთში ძლიერად იქროლებს. ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია.
#ყურადღება! მოსალოდნელი ინტენსიური ნალექის დროს, შესაძლოა განვითარდეს უეცარი წყალმოვარდნა ან მეწყრული პროცესი. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ მძღოლები გზებზე გადაადგილებისას, ხილვადობა იქნება შეზღუდული, გზები კი ნაწილობრივ დატბორილი.