სარფის საბაჟოზე მოქალაქეს ოქრო სხეულზე მოწყობილი სამალავით გადაჰქონდა

01 ნოემბერი 2019, 16:16 1621 ნახვა

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

30 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8323.59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი