ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ელიზაბედ რუდის განმარტებით, სამართლებრივ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. რაც შეეხება რუსული გავლენების, შესაძლო, გაძლიერების შესახებ დასმულს კითხვას, მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ საქართველო რუსული საზიანო გავლენის წინაშე დგას.