"ოცნებას" ცდილობს ეკლესიის რეპუტაციის ნგრევას - მამუკა ხაზარაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს 

31 ოქტომბერი 2019, 15:33 1727 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის დანგრევას ცდილობს. ხაზარაძე ამბობს, რომ პატრიარქზე და ეკლესიაზე თავდასხმების მცდელობებს ხედავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.  

"მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ წინა და ამ ხელისუფლების დროსაც პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან უწმინდესზე, საპატრიარქოზე და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს ვხედავდით. ამან ყველაზე საშიში ფორმა ,,ქართული ოცნების” მმართველობის დროს მიიღო. საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება.

რა მდგომარეობაში მოხდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ცნობილი, ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაადასტურა. ამიტომ არ შევალ ამ დეტალებში. მე მოვითხოვე, რომ როცა ასეთი რამ ხდება ნორმალურ ქვეყანაში, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ქვეყანაში უნდა დასრულდეს სპეკულაციები. ყველზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა ხდება “ქართული ოცნების” მხრიდან, ეს არის რეალობა" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი