მაღალმთიან აჭარაში უფასო კინოჩვენებების სერია დასრულდა. პროექტ ბიაფიადას ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში ორი დღის განმავლობაში, ოთხი ფილმის ჩვენება მოეწყო. კინოსეანსები ზაზა ხალვაშის ,,ნამეს“ ჩვენებით დასრულდა.
ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.