მერიამ მახინჯაურში სასტუმროების მშენებლობაზე უარი თქვა

30 ოქტომბერი 2019, 15:12 1803 ნახვა

ბათუმის საკრებულოს კომისიამ მახინჯაურში სანაპირო ზოლთან სამი სასტუმროს მშნებლობის განაშენიანების რეგულირების გეგმას მხარი არ დაუჭირა. მიზეზად მმართველმა პარტიამ ტყის შესაძლო გაჩეხვა დაასახელა. საკითხი არც სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

„საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფისთვის“ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას  მშენებლობას გეგმავდა ძეგლის დაცვის ზონაშია. ტერიტორია ჯამში, 5000 კვ.მ-მდე ტერიტორიას აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევაში მითითებულია იმის შესახებაც, რომ კომპანია არ ითხოვს კ2 კოეფიციენტის გაზრდას. პროექტი 12-11 და 10-სართულიან შენობებს აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევის მიხედვით, სამშენებლო 2000 კვადრატულ მეტრ ფართობს აითვისებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი