სამართალდამცველებმა დალუქეს უკანონო სახერხი, რომელიც პირს ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული

30 ოქტომბერი 2019, 11:04 1411 ნახვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წაქვას მკვიდრს ტყეში, უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული, ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი და ტრაქტორი დალუქეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი