„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც სახელმწიფოს უჭირს“ - ასე ეხმაურება უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აპირებს შეიძინოს 9 აბანო, ასევე 22 სასტუმრო, რომელთაგანაც სახელმწიფოს 15 ეკუთვნის.
ასევე კერძო სასტუმროები, უფუნქციო ძველი და ყოფილი სანატორიუმები. „წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ტყუილი, რომელსაც არავინ „ჭამს“ - ამბობს რომან გოცირიძე. თუმცა უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ თუ ეს დაპირება დარჩება შეუსრულებელი ქართულ ოცნებას ეს ბუმერანგივით დაუბრუნდება.