კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესის მდიდრულ უბნებს მიუახლოვდა. ხანძრის გამო, ბრენტვუდის რაიონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ევაკუირებულბს შორის მოხვდა, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, კალათბურთელი ლემბრონ ჯეიმსი და სხვა ცნობილი მსახიობები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარმა საფრთხე ლოს-ანჯელესში ჯან პოლ გეტის მუზეუმსაც შეუქმნა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
ცეცხლის კერა ორ ადგილას მძვინვარებს. სონამას ოლქიდან ჩრდილოეთით 180 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არ არის გამორიცხული მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ხანძრის ქრობას ძლიერი ქარი აფერხებს. ოპერაციაში ჩართულია ასობით მეხანძრე და სპეც-ტექნიკა. არსებული ინფორმაციით, ხანძარმა 20 000 ჰექტარი ტყის მასივი უკვე გაანადგურა.
კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.