''მე მქვია ლალი'', ამ პიესით ბათუმში მონოპიესების რიგით მესამე ფესტივალი გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი და მასპინძელიც რეჟისორი და დრამატურგი პაატა ციკოლია გახლდათ. ფესტივალის პირველი დღის ლოკაცია საზაფხულო თეატრი იყო. რეჟისორმა მონოპიესა სპეციალურად ფესტივალისთვის დაწერა. ფესტივალს მომდევნო დღეების განავლობაში ქართველი და უცხოელი დრამატურგები შეუერთდებიან. სპექტაკლებზე დასწრება უფასოა.