დიდი 10: "ბათუმი" და "აია" 10-10

28 ოქტომბერი 2019, 09:58 1478 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ჩემპიონატის ,,დიდი ათის’’ მეექვსე ტურში ბათუმის ,,ბათუმმა’’ საკუთარ მოედანზე ქუთაისის ,,აიას’’ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 10-10 დასრულდა.

ბათუმელთა მხრიდან ლელო ბექა მამრეკიშვილმა დადო , გარდასახვა კობა ბუჯუაშვილმა გამოიყენა , ხოლო ჯარიმა ბექა ურჯიკაშვილის ანგარიშზეა. 6 ტურის შემდეგ ,,დიდი ათის’’ გათამაშებაში ბათუმის სარაგბო კლუბი 18 ქულით მესამე პოზიციაზეა. ჩემპიონატს 21 ქულით კი ქუთაისის ,,აია’’ ლიდერობს.

მე-7 ტურში ბათუმის ,,ბათუმი’’ გასვლაზე ,,ავჭალის სარაგბო სტადიონზე’’ თბილისის ,,ლოკომოტივს’’ შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში