დღეს და ხვალ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელილი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზოლში +21, +23 გრადუსი იქნება, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.
ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია და კვლავ ნარჩუნდება შედარებით კომფორტულ ნიშნულზე, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი დღეს ნიშნულით #5 იქნება, რაც ასევე ნორმის ფარგლებშია.
28-29 ოქტომბერი:
- ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +21 გრადუსი.
- ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +20
- შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +19
- ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +17
- ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +19
- გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +13
ფოტო: თემო მელიქიძე
კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი