საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

26 ოქტომბერი 2019, 12:24 1425 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ავღანეთთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ბრიუსელში გამართული მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან ერთად იმსჯელა.

აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ქეი ბეილი ჰაჩისონთან ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში