„Conti International“-ის წარმომადგენელი კოლინ ვიბლი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა სურთ და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მიაწოდეს განცხადების ასლი, ასევე კონტაქტი ქონდათ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, რათა ნათლად სცოდნოდათ მათი პოზიცია კონსორციუმის დატოვების შესახებ. კოლინ ვიბლი ამბობს, რომ კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მიიღეს.
გუშინ კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობდნენ, რომ Conti International-ის საკითხზე - სამინისტრო და მთავრობა ელოდებოდა ოფიციალურ ინფორმაციას „ანაკლიის კონსორციუმისგან“ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი განმარტების გაკეთება.