დღეს ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში საქართველოს სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. ბათუმის საკალათბურთო გუნდი თბილისის მგზავრებს დაუპირისპირდება.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს ტრავმის გამო ლევან ბაბილოძე ვერ დაეხმარება . ორი ტურის შემდეგ ბათუმელები ჩემპიონატში ორი ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან, რაც შეეხება თბილისის გუნდი კი მეცხრე ადგილს იკავებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.