სადღაც ცისარტყელას მიღმა- სპექტაკლით ბათუმის დრამატული თეატრის დასი თბილისში გასტროლზე მიემგზავრება. მსახიობები სპექტაკლს ხვალ თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე წარადგენენ, სადაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“გაიმართება. ერთმოქმედებიანი დრამა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით ქეთი დოლიძემ დადგა.