შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს ომბუდსმენისთვის ილია ჯიშკარიანის საქმეზე მასალების გადაცემას - ასეთია უწყების განმარტება ნინო ლომჯარიას მოთხოვნაზე. ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა თამთა თოდაძის საქმეზე მასალების გაცნობა მოითხოვა. პროკურატურის გადაწყვეტილება კი გააპროტესტა თოდაძის ინტერესების დამცველმა.