რუმინეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში დასრულდა “B” ჯგუფის ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ბეგლარ სოლომონიძე ასპარეზობდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130/135/138 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სოლომონიძემ იგივე შედეგი აჩვენა აკვრაში დაძლეული 157/163 კილოგრამით, ასევე მეორე საფეხურზე გავიდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 301 კილოგრამითაც.