ლეღვაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა იგეგმება

24 ოქტომბერი 2019, 15:40 1790 ნახვა

ქობულეთის მერია სოფელ ლეღვაში ​ მეორე  საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს. უწყებამ პროექტის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ქობულეთის მერია მზადაა  გამარჯვებულ კომპანიას  20 ათასი ლარი გადაუხადოს.

შენობა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. საბავშვო ბაღი უნდა იყოს სამ ჯგუფზე გათვლილი.  თითოეულ ჯგუფს საკუთარი საძინებლი და სველი წერტილი უნდა ჰქონდეს.

შენობაში უნდა მოეწყოს, სამზარეულო ბლოკი, თავისი ჭურჭლის სამრეცხაოთი. შენობაში ასევე უნდა იყოს  საკუჭნაო სურსათის საწყობი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალისათვის საჭირო აუცილებელი ფართები, ასევე სამედიცინო ოთახი და დარბაზი.

მოთხოვნის მიხედვით საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს კეთიმოწყობილი ეზო  გასართობი მოედნებით.

სოფელ ლეღვაში ახალი საბავშო ბაღის შენებლობისთვის 1332 კვ.მ მიწის ნაკვეთია გამოყოფილი.

სატენდერო წინადადების მიღება დასრულებულია, ამ ეტაპზე მერიაში კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სოფელ ლეღვაში მოქმედი საბავშო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ  შენობის სიმცირის გამო საჭირო გახდა ახალი საბავშო ბაღის   მშენებლობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს  3 ახალი საბავშვო ბაღი ააშენა: ჩაისუბნში, წყავროკაში და აჭყვისთავში. მომავალი წლისთვის კი მერიას კვლავ  3 ახალი ბაღის მშენებლობა სურს: ლეღვაში, ხალაში და ალამბარში.  ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ 29 საბავშვო ბაღია.

მიმდინარე სასწავლო წელს ქობულეთში,  ბაღის ასაკის 300 - მდე  აღსაზრდელი  საჯარო ბაღში უადგილობის გამო ვერ მოხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი