სამ თვეში აჭარაში ცივი იარაღის ტარებისთვის 82 პირი დააჯარიმეს

24 ოქტომბერი 2019, 11:41 2089 ნახვა

ბოლო სამი თვის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარების 561 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 82 აჭარაში.

92 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი სამართალდარღვევა თბილისში დაფიქსირდა - 387 ფაქტი. მას კი აჭარა მოსდევს.

აჭარაში გამოვლენილი 82 ფაქტიდან,  81 შემთხვევაში დანას ატარებდა მამაკაცი, ერთ შემთხვევაში კი ქალი.

ყველაზე მეტჯერ ცივი იარაღს 26-დან 40 წლამდე ასაკის პირები ატარებდნენ. სულ- 44 ფაქტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – ისჯება ჯარიმით 200 ლარის ოდენობით

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში საქართველოში ცივი იარაღის ტარების 2040 ფაქტი გამოვლინდა, აჭარაში კი 157.

სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი