ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დღეს, 23 ოქტომბერს ერთი დოლარის ფასი 2.97 ლარი გახდა. ცვლილებამ წინა დღესთან შედარებით 0,0009 შეადგინა.
ევროს ოფიციალური ღირებულება კი 3.31060 ლარი იქნება, ხოლო 1 თურქული ლირა 0.50920 თეთრი ეღირება.
ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან შევა ძალაში.