ანაკლიის პროექტი - ინფრასტრუქტურის მინისტრს და კონსორციუმის დირექტორს პარლამენტში იბარებენ

22 ოქტომბერი 2019, 20:00 1895 ნახვა

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი მზადაა დამოუკიდებელი დეპუტატების შეთავაზება მიიღოს და პარლამენტში მივიდეს, მთავრობა კი ამას არ აპირებს. როგორც იცით დეპუტატებმა საკითხის განხილვა კონსორციუმს და მთავრობას ღია ფორმატში შესთავაზეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტს არ სჭირდება "კიდევ ერთი პერფორმანსი" და პარლამენტში ღია განხილვა.

„პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის,“ - ესაა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის საპასუხო განცხადება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ინვესტორი კომპანიისგან ვალდებულების შესრულებაზე კონცენტრირებას ელოდებიან და არა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტი და მთავრობის პასუხები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი