ხმაური და დაპირისპირება იყო გვიან ღამით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. დაპირისპირება სპორტსმენის დაკავებას მოჰყვა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს. ვარაუდობენ, იგი ნაცემია და სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შენობაში შესვლასა და ექიმებთან გასაუბრებას. მათი ინფორმაციით, მინდია ოჯახიშვილი სამართლდამცველებმა ბათუმში იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დააკავეს. ოჯახიშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს.