პარლამენტში მოსამართლეობის მე-11 კანდიდატს უსმენენ

21 ოქტომბერი 2019, 20:00 1465 ნახვა

"მე არ მაქვს, როგორც სისტემის შემადგენელ ნაწილს აღქმა, რომ სასამართლოში არის რაღაც კლანური, ჯგუფური მმართველობა" - ამის შესახებ დღეს უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველმა კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ განაცხადა.

კანდიდატს იურიდიულ კომიტეტში მოუსმინეს. იგი ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.იგი პირველად მოსამართლედ 2013 წელს გამწესდა ბათუმში.

არსებული და წინა ხელისუფლების დროინდელი სასამართლო სისტემის შეფასებასთან ერთად მას წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ჰკითხეს. მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილმა მიქაბერიძეს „თბილავიამშენის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა და თქვა, რომ 2017 წელს მან გავლენიანი ჯგუფების ინტერესების დამცველი გადაწყვეტილება მიიღო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი