რითი იხელმძღვანელა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს შესარჩევმა კომისიამ და იყო თუ არა წევრებზე გავლენა?

17 ოქტომბერი 2019, 20:02 2093 ნახვა

რითი იხელმძღვანელა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს შესარჩევმა კომისიამ და იყო თუ არა წევრებზე გავლენა? ბეჟან გობაძე, რომელიც შერჩეულ 13-ს შორის ვერ მოხვდა, ღიად მიუთითებს მმართველი გუნდის ინტერესებსა და შესაძლო ჩარევაზე, ამას კი დირექტორის იმპიჩმენტისა და შემდგომი კონკურსების დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

ბრალდების ავტორს ბრალდების ადრესატი ასლან ლორთქიფანიძე ბრალდებითვე პასუხობს - ამბობს, რომ ისინი შეეცადნენ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი კანდიდატები შეერჩიათ.

კანდიდატებს უმაღლესი საბჭო მომდევნო კვირას საბოლოოდ აირჩევს. 4 მათგანი ტელევიზიის მრჩეველი სწორედ ამის შემდეგ გახდება.

სავარაუდოდ მათ მოუწევთ ახალი დირექტორის არჩევაც. ამის საშუალება მოქმედ საბჭოს არ მიეცა, სასამართლო დავის დაწყების გამო ბოლო კონკურსი შეჩერდა. ორ მრჩეველს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი