ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ინფორმაცის პირველი არხი ავრცელებს.