ერმაკოვისა და მაღალჩინოსნების პატიმრობში დატოვება, ნახევრად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - რამინ პაპიძე

17 ოქტომბერი 2019, 13:53 1581 ნახვა

მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილის გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა, ყოფილი მერი და კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნახევრად პოლიტიკური უწოდა.

პაპიძეს  მოსამართლის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება, არ ფიქრობს, რომ  გადაწყვეტილება ვინმეს შეუთანხმა, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების განცხადებები, ირიბად გავლენას ახდენს მოსამარტლის გადაწყვეტილებაზე. 

საუბარია მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების გააკეთა - "ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი" თქვა მთავრობის თავმჯდომარემ. 

განცხადებიდან ერთ თვეში კი, გიორგი ერმაკოვი და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში