სუს-ს შემდეგი 6 წლის განმავლობაში, გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

17 ოქტომბერი 2019, 13:24 1654 ნახვა

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსი 6 წლის ვადით გახდა. ბიძინა ივანიშვილის, ქართუ ბანკის ყოფილ გენერალურ დირექტორს  85 დეპუტატი უჭერს მხარს, წინააღმდეგ კი მხოლოდ  8 წავიდა. კენჭისყრამდე პლენარულ სხდომაზე განხილვა არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ კანდიდატს 4 სათის განმავლობაში უსმენდნენ. 

 „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, უსამართლობა იქნება, თუკი პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საშუალება არ ექნებათ, გრიგოლ ლილუაშვლს კითხვები დაუსვან.

ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ  კანდიდატს 4 სათის განმავლობაში უსმენდნენ.  „ჩვენ ოთხი საათის განმავლობაში ვიხილავდით კანდიდატურას, ძალიან აქტიური დისკუსია იყო, მათ შორის დახურულ რეჟიმში ვიმსჯელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ვფიქრობ, მაქსიმალურად ამოვწურეთ ის საჭიროება, რომ კანდიდატისგან მიგვეღო ინფორმაცია, როგორც მისი პროფესიული შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის წინაშე დამდგარი უსაფრთხოების ამოცანებისა და მიზნებთან დაკავშირებთ. მან ასევე კარგად წარმოაჩინა ყველა საკითხი. შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე კენჭი ვუყარეთ, რომ საკითხი კენჭისყრაზე სესიაზე განხილვის გარეშე დადგეს. გთხოვთ ბიუროს, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროთ. კომიტეტმა ამ ფორმულირებით მხარი დაუჭირა შესაბამის დასკვნას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი