საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კონკურსში, 13 კანდიდატი შეირჩა. განაცხადი საბჭოს წევრობაზე 19 პირმა შეიტანა. შერჩეულ მონაწილეებს შორის ვერ მოხვდა, მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი ბეჟან გობაძე.
13 წევრიან სიაში არიან მაუწყებლის თანამშრომლები: რაულ ბერიძე, ნანა ახვლედიანი, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, თამილა დოლიძე და გია ქარცივაძე.
შემდეგ ეტაპზე, 13 კაციან შემადგენლობას, დეპუტატები დებატების შემდეგ ფრაქციები წარადგენენ კანდიდატურებს და კენჭს უყრიან. საბოლოო ჯამში, 4 ვაკანტურ ადგილზე ოთხი კანდიდატურა აირჩევა.
როგორ შეარჩია კომისიამ 19-დან 13 წევრი, როგორ აფასებენ მათ მუშაობას და არჩევანს?