პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

16 ოქტომბერი 2019, 20:10 1552 ნახვა

ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილი ვითარების პარალელურად  -  გენერალური პროკურატურა დღის ბოლოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროვებს.

წერილის თანახმად საერთაშორისო ჯგუფმა მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება  ხაზარაძისა და  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას.” საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრესსპიკერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ანაკლიის პორტის თემის გადაფარვის უსუსური მცდელობაა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალი არ არის, რადგან იგი საგამოძიებო უწყებამ წინა სასამართლო პროცესზეც წარმოადგინა და ადვოკატებისგან ღირსეული პასუხიც მიიღო.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში