მმართველი პარტიის ლიდერები სამომავლო კოალიციის შექმნის კონტექსტში წითელ ხაზებს ავლებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან,“ „ევროპულ საქართველოსთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან.“ ამასთან, გაერთიანების შექმნის შესაძლო აუცილებლობასა და უმრავლესობის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში, 2020-ის შემდეგ, ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ.
თუ ირაკლი კობახიძის არითმეტიკას აჭარის უმაღლეს საბჭოზე განვავრცობთ მაშინ თეორიული სურათი ასეთი იქნება - „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დასამტკიცებლად 11 დეპუტატი დასჭირდება, 11 მანდატს კი მინიმუმ 52-პროცენტიანი მხარდაჭერა.
წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში კოალიციის შექმნა რეგიონშიც დადგება. რა მოხდება თუ კოალიცია ვერ შეიქმნა?