რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი შმაგი ბოლქვაძეს მშობლიურ რაიონში დახვედრა მოუწყვეს. გულშემატკივრები მას ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზე შეხვდნენ და ხულოს დრამატულ თეატრამდე ოვაციებით მიაცილეს. სადაც საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის შმაგი ბოლქვაძემ რიოს ოლიმპიადაზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.