''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან იმ პროექტების მაკეტები გამოფინეს, რომელიც მათი მტკიცებით, რეგიონში უხარისხოდ ან საერთოდ ვერ განხორციელდა. საუბარია 2012 წლიდან 2019 წლამდე განხორციელებულ სამუშაოებზე.
რეზო ხარაზი ამბობს, რომ საერთო ჯამში 250 მილიონი ლარი წყალში გადაიყარა. მისივე თქმით, კორუფციული პროექტები ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება.
ისინი ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვენ. რეზო ხარაზი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მილიონით ლარი დაიხარჯა, მოსახლეობა კი ვერც გზით და ვერც ბაღით ვერ სარგებლობს. საუბარია 30-მდე პროექტზე.