სხდომა უსკოში

06 სექტემბერი 2016, 00:00 3891 ნახვა

“ემსახურე საქართველოს” პოლიტიკური გაერთიანება  - 32, ხოლო  “კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო”  31 ნომრით იქნება წარმოდგენილი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში.   პარტიებს საარჩევნო ნომრები უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე წილის ყრით მიანიჭა. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ერთჯერადად დანამატის ოდენობაც განსაზღვრეს. დანამატი შრომითი ანაზღაურების  50 პროცენტს შეადგენს და ის უსკოს ბიუჯეტიდან გაიცემა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი