ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი, ისევ გაურკვეველია. კლინიკისთვის შეუფერებელი მდგომარეობის გამო, იქ მისული ადამიანების შემდეგ, თვითონ მედპერსონალიც ალაპარაკდა.
![]()
მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოსთვის საჭირო ახალი შენობის მშენებლობა, ორი წლის წინ დასრულებულიყო, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ამ დრომდე არ ჩაბარებია.
![]()
ვადების გადაწევას, მედპერსონალის ერთი ნაწილი, ხელისუფლების მიერ ახალი შენობის გასხვისების სურვილს უკავშირებენ და პაციენტებს, ფაქტობრივად საველე პირობებში ემსახურებიან.