სასულიერო პირები დღეს დავით გარეჯის ტაძრებში შევლენ

11 ოქტომბერი 2019, 12:15 1299 ნახვა

დღეიდან  სასულიერო პირებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში ეკლესიები გაიხსნება. აზერბაიჯანი მხარესთან შემდეგი მოლაპარაკებების თემა, სივრცის მომლოცველებისთვის გახსნაა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობაში აცხადებენ.

მთავრობაში ამბობენ, რომ სასულიერო პირებისთვის ტაძრებში შესვლის უფლების მიღება, გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საზღვრის დადგენის ნაწილზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი