მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა-ზაზა თავაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

10 ოქტომბერი 2019, 18:00 1293 ნახვა

უმაღლეს განათლებასა და დიპლომზე საუბარი დღესაც გაგრძელდა პარლამენტში. თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა ოპოზიციამ დღეს ზაზა თავაძეს სამართლის მაგისტრის დიპლომის არ ქონის გამო. უკვე 8 საათია დეპუტატების კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს.

ზაზა თავაძე ამბობს, რომ არ დაბრუნდება საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ, თუ უზენაეს სასამართლოში არ აირჩევენ. დეპუტატების ინტერესის ქვეშ დღეს მხოლოდ კანდიდატის განათლება არ მოქცეულა.   კანონმდებლები, ასევე დაინტერესდნენ რა ქონებას ფლობს ზაზა თავაძე, როგორია მისი შემოსავლები,  ასევე დაისვა კითხვები მის წარსულ საქმიანობასა და  გახმაურეული საქმეებზე

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი