"ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს"- ერდოღანი ევროპას აფრთხილებს 

10 ოქტომბერი 2019, 17:03 2220 ნახვა

ერდოღანი  ევროპას ახალი მიგრაციული ტალღის შესახებ აფრთხილებს.

"თუ ევროპა გააგრძელებს სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს" - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. 

თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მათი მიზანია, სულ მცირე ერთი მილიონი  სირიელი  დააბრუნოს იმ უსაფრთხო ზონაში, რომელსაც ისინი შექმნიან  450 კილომეტრიან საზღვარზე. მისივე თქმით, სირიის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება.

ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სენატორები თურქეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაკისრებას ითხოვენ.  

ამერიკის პრეზიდენტმა კი განაცხადა,  რომ თუ ერდოღანი რაიმე ისეთს გააკეთებს, რასაც თავად ზედმეტად მიიჩნევს იგი თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი