აჭარისა და გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თეიმურაზ გულდიაშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარუდგინა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ეფექტური მუშაობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აჭარისა და გურიის რთულ რეგიონებში.