თურქულმა ჯარებმა სირიისა და ერაყის საზღვარზე სამხედრო დარტყმები განახორციელეს.
თურქული მედიის ცნობით, დარტმის მიზანი საკუთარი პოზიციების გამყარება და ქურთისტანული ძალებისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ მარშუტის დაკეტვა წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო საჰაერო დარტყმა.
ზიანისა და დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ცნობილია, რომ თურქეთი ჩრდილო – აღმოსავლეთ სირიაში გრძელი საფრთხის შემცველი სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება.