ქობულეთში, 27 წლის ახალგაზრდა კაცი კისრის არეში დაჭრილი იპოვეს

08 ოქტომბერი 2019, 22:54 9466 ნახვა

ქობულეთში, 27 წლის ახალგაზრდა კაცი, კისრის არეში დაჭრილი საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ, დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

დაჭრილ კაცს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 27 წლის დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმი ამბობს, პაციენტი საავადმყოფოში კისრის არეში, ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს,რომელიც პასიურად კონტაქტური იყო, ახალგაზრდა კაცს დაუმუშავდა ჭრილობა და გაიკერა, ახლა კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც 27 წლის ახალგაზრდა კაცის მეზობლები ამბობენ, ის ყელის არეში ჭრილობით საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოთახში ოჯახის წევრმა იპოვეს, სხვა ინფორმაციას კი ისინი არ ფლობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი