კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე

05 სექტემბერი 2016, 00:00 2704 ნახვა

ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ დისკუსიას გამართავენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. სამი ინსტიტუტის მიერ კონსენსუსის მიღწევისას ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ევროპარლამენტში უახლოესი სესიები ჩანიშნულია 12-15 სექტემბერს, 3-6 ოქტომბერს და 24-27 ოქტომბერს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი