დღეს გაიმართება 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი. საიას ინფორმაციით, ამ საქმეზე დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. ორგანიზაცია განცხადებას გენერალური პროკურატურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, მის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი. საია საქმის შესწავლას აგრძელებს.