,, შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ”- ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სკანდალური სიასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს. არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებულის ციხიდან გათავისუფლებაზე გვითხრა, რომ " არ არის ასე".
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების, მათ შორის მკვლელობაში, ყაჩაღობაში, ქურდობასა და ნარკოდანაშაულში გასამართლებულების შემდეგ პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული პირიც შეიწყალა. ინფორმაცია ,,რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.
გამოცემის თანახმად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა სია სისხლის სამართლის კოდექსის თუ რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ჩამონათვალში აღმოჩნდა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გასამართლებული ბრალდებულიც.