კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა თუ სამართლებრივი პროცედურები? ტელეკომპანიების-,,ტვ პირველის“ , ,,ფორმულა კრეატივისა“ და ,,მთავარი არხის“ მენეჯერების შემდეგ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ,,მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
იგი პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა, რომლის განცხადებითაც მელაძე პროკურატურაში მოწმის სახით იყო დაბარებული. ნოდარ მელაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა უწყება.