ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 81-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს, გელა ხახნელიძეს მის მიერ გამოცემული განკარგულების კანონიერების შესწავლას სთხოვს. დოკუმენტი ლეონიდ ჩერნოვეცკის არჩევნებში მონაწილეობას ეხება. მესამე სექტორში სამართლებრივ დარღევაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს, რადგან იგი ქართულ ენას ვერ ფლობს.