პროტეტი ევროსაბჭოში - რუს დეპუტატს სიტყვა შეაწყვეტინეს

04 ოქტომბერი 2019, 18:03 2007 ნახვა

„რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია" - პროტესტი ევროსაბჭოში. რუსეთის დუმის დეპუტატის პეტრ ტოლსტოის სიტყვით გამოსვლას ხმაური და შეძახილები მოჰყვა, აქტივისტებმა საქართველოს, უკრაინისა და ყირიმელი თათრების დროშები გამოფინეს.

აქტივისტები ამბობდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია. აქციაში საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ყირიმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფაქტი  შეაფასა ოფიციალურმა თბილისმა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში